logo
ENG



"მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია" - 27 ივლისი-4 აგვისტოს სატელიტური ფოტოები

05 აგვ 202312:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/841cz7oshydjj65.jpg

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი Landsat-ის მიერ 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს. მათი თქმით, გარჩევადობა დაბალია, თუმცა სავარაუდოა, რომ დროის ამ შუალედში მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია.

"ვაქვეყნებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ამ სურათების გადაღება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა(ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი.

ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტს მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები. რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.


close დახურვა